მოუწესრიგებელი მოედნები და დაზიანებული ინფრასტრუქტურა.
ხელვაჩაურის სკოლების უმეტესობა სპორტული დარბაზების გარეშეა დარჩენილი. მოსწავლეებს უკვე წლებია სპორტის გაკვეთილები ამორტიზებულ და გაუმართავ სივრცეში უტარდებათ, ზოგ შემთხვევაში კი დაზიანების სიმძიმიდან გამომდინარე ვარჯიში სპორტულ დარბაზებში შეუძლებელია, რადგან ფეხბურთის და კალათბურთის მოედნებს ფუნქცია აქვთ დაკარგული. აჭარის განათლების სამინისტროში პრობლემის მოგვარების გზებზე საუბრობენ და პირობას დებენ, რომ ახალი სასწავლო წლისთვის მოსწავლეები სპორტული დარბაზებით სარგებლობას შეძლებენ.