საკოორდინაციო საბჭოს სხდომა

საცურაო აუზები და სპორტული დარბაზები უახლოეს მომავალში გაიხსნება.

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მათი შემოწმება ხვალიდან დაიწყება და ობიექტები, რომლებიც ინსპექტირებას გაივლიან, დაუყოვნებლივ შეძლებენ ფუნქციონირების განახლებას.  დღევანდელ სხდომაზე  ასევე შეთანხმდა ავიარეისების განრიგი, რომელსაც საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში ორგანიზებულად დასაბრუნებლად, ივლისის განმავლობაში, ავიაკომპანიები „ვიზეარი“ და „მაივეი ეარლაინსი“ შეასრულებენ.

დეტალურად საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებებს ნოდარ ჩაჩუა გაგვაცნობს.