შეზღუდვების შემსუბუქების მორიგი ეტაპი

დღეიდან საქართველოში სავაჭრო მოლები, არასასურსათო ობიექტები და ბაზრობები შაბათ-კვირის ჩათვლით იმუშავებენ. ორშაბათიდან კი მუშაობას იწყებენ სავარჯიშო დარბაზებიც. ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, შეზღუდვების შემსუბუქების მორიგი ეტაპი მნიშვნელოვანია პოსტკოვიდური რეაბილიტაციისთვის, რადგან ადამიანებმა ჩვეული ფიზიკური ფორმა დაიბრუნონ, შაბათ-კვირას სავაჭრო ცენტრების მუშაობა კი ბიზნესის შემოსავალს გაზრდის და მოქალაქეებს საშუალებას მისცემს, მათთვის მოსახერხებელ დროს საჭირო ნივთები შეიძინონ.

სავაჭრო ცენტრები დღეს დილიდან გახსნილია, სპორტული დარბაზები კი ფუნქციონირებას 15 მარტიდან განსაზღვრული რეგულაციების დაცვით განაახლებენ.