განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა საქართველოს მოჭიდავეთა ნაკრების მწვრთნელის და ნაკრების წევრების მიერ რუსეთის დროშის ფერებში შეკერილი და ჩრდილოეთ ოსეთის პარლამენტის წევრის გამოსახულებიანი მაისურების ჩაცმასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.
მიხეილ ბატიაშვილმა განაცხადა, რომ ეს დაუფიქრებელი ნაბიჯი იყო და სპორტსმენებმა ბოდიში მოიხადეს. საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრებმა და მთავარმა მწვრთნელმა რუსეთის დროშის ფერებში შეკერილი, ჩრდილოეთ ოსეთის პარლამენტის წევრ ძამბოლატ თედეევის გამოსახულებიანი მაისურები მოირგეს. ამის შემდეგ მათ განმარტებების გაკეთება მოუწიათ.