სენაკსა და ფოთში ერთდროულად ჩატარებული სპეცოპერაციისას დაკავებულებს ბრალი დღეს უნდა წარუდგინონ. სამივე მათგანს გამოძიება ე.წ. ქურდული სამყაროს წევრობას ედავება. ბრალდებულები ე.წ. ქურდული სამყაროს მიერ დადგენილი წესებით მოქმედებდნენ და კავშირი ჰქონდათ უცხოეთში მყოფ ე.წ. კანონიერ ქურდებთან. ასევე დადგინდა, რომ ბრალდებულებმა რამდენიმე მოქალაქეს კრიმინალურ ავტორიტეტებთან შეთანხმებით, „ქურდული გარჩევა“ მოუწყეს და დიდი ოდენობით თანხას სძალავდნენ.
დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში მათ 7-დან 10 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრებათ.