სპეცოპერაცია თბილისში მდებარე ღამის კლუბებში დაახლოებით 12 საათის შემდეგ დაიწყო. სამართალდამცველებმა კლუბ “ბასიანსა“ და კაფე “გალერიში” საგამოძიებო მოქმედებების განხორციელება მოულოდნელად დაიწყეს. დაკავებულია ათეულობით პირი, მათ შორის რამდენიმე ადამიანი ნარკორეალიზაციის ბრალდებით, უმეტესობა კი ადმინისტრაციული წესით. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, დაკავებულთაგან რამდენიმე პირი ცოტა ხნის წინ გაათავისუფლეს.
გათავისუფლებულია ბრიტანეთის ერთი მოქალაქე, ასევე “გირჩის” ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე, მოძრაობა “თეთრი ხმაურის” წარმომადგენელი ბექა წიქარიშვილი და კლუბ “ბასიანის” ერთი თანამშრომელი.
შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ უწყება ინტენსიურ სამძებრო-ოპერატიულ და საგამოძიებო მოქმედებებს ღამის კლუბებში სამი თვის განმავლობაში აწარმოებდა.