ნარკოდანაშაულისთვის 17 პირი დააკავეს ფონიჭალაში. სპეცოპერაცია დილიდან ორი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. მათ ბრალად განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღებაში ედებათ. დანაშაული 8-დან 20 წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებები. სავარაუდოდ, ნარკოტიკების გაყიდვის შედეგად მიღებული თანხა, 18 135 ლარი და 1600 აშშ დოლარი, ასევე, საინიექციოდ გამზადებული ნარკოტიკული საშუალებები.