უკვე ცნობილია, რას ედავება პროკურატურა სოსო გოგაშვილს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილ მოადგილეს ბრალი სამი მუხლით წარედგინა. პერსონალური მონაცემების უკანონოდ მოპოვება, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა – ეს ის ბრალდებებია, რის გამოც სოსო გოგაშვილი სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს და ახლა დროებითი მოთავსების იზოლატორში იმყოფება.
რა მასალები აქვს გამოძიებას და რომელ წლებს უკავშირდება წარდგენილი ბრალი.