სომხეთისა და აზერბაიჯანის თავდაცვის უწყებების განცხადება

სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი და მხარეთა დანაკარგები. სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აზერბაიჯანის არმიის პროვოკაციას სამი სომეხი ჯარისკაცი ემსხვერპლა. ნიკოლ ფაშინიანი აცხადებს, რომ ქვეყნის ტერიტორიაზე აზერბაიჯანის შეჭრა უნდა შეწყდეს და საზღვარზე საერთაშორისო დამკვირვებლები უნდა განთავსდნენ. აზერბაიჯანის თავდაცვის უწყება კი, ცეცხლის გახსნის შესახებ ინფორმაციას უარყოფს. ბაქოში აცხადებენ, რომ სომხეთის არმიის სამხედროებმა, კელბაჯარის რაიონის მიმართულებით განთავსებულ აზერბაიჯანელ ჯარისკაცებს ცეცხლი გაუხსნეს, რის შედეგად, ერთმა სამხედრომ სხეულის დაზიანება მიიღო.