სომხეთი აზერბაიჯანს ცეცხლის შეწყვეტის დარღვევის შემთხვევებზე გამოძიების ორმხრივი მექანიზმის დანერგვას სთავაზობს. ამის შესახებ ინფორმაციას სომხეთის მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს. განცხადების თანახმად, ბოლო დროს აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო რეგულარულად ავრცელებს ინფორმაციას სომხეთის თავდაცვის უწყების ქვედანაყოფების მიერ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევის შესახებ, რასაც სომხური მხარე უარყოფს.