„სოლიდარობის ნაძვის ხე“

„ავანთოთ სოლიდარობის ნაძვის ხე“ – ამ სახელწოდებით, პირველი რესპუბლიკის მოედანზე ღონისძიება იმართება, ორგანიზატორები სამოქალაქო აქტივისტები არიან, რომელთაც პარტია „დროაც“ უერთდება. მათი თქმით, დღევანდელი საღამო უკრაინელებს ეძღვნება და მისი მიზანი, მათთვის შობის მილოცვაა. ღონისძიებაზე მისულ სტუმრებს ორგანიზატორები გლინტვაინით და ქართული ტკბილეულით უმასპინძლდებიან. რესპუბლიკის მოედანზე ის უკრაინელი ოჯახებიც იმყოფებიან, რომლებმაც სამშობლო საომარი მოქმედებების დროს დატოვეს.