11 პირი დააკავეს გვიან ღამით ბათუმში საპროტესტო მსვლელობაზე. დაკავება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით განხორციელდა, რაც პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს. აქციის მონაწილეები თბილისში გამართული მსვლელობის მსგავსად, გადაადგილებაზე დაწესებულ შეზღუდვებს აპროტესტებდნენ და თბილისის აქციის მონაწილეებს სოლიდარობას უცხადებდნენ. მსვლელობა პოლიციასთან სიტყვიერ და ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რაც დაკავებებით დასრულდა. აქციის მონაწილეების განცხადებით, 11-დან ორი პირი, მათ შორის ორგანიზაცია „ალტერნატივას“ ხელმძღვანელი ხათუნა ბერიძე, ხელწერილით სამართალდამცველებმა მალევე გაათავისუფლეს. ყველა დაკავებული გადაადგილებასთან დაკავშირებული შეზღუდვების დარღვევის გამო დააჯარიმეს.
მოამბე