სოფლის მეურნეობის მინისტრი ხონში „აგროველის“ მოცვის პლანტაციაში იმყოფებოდა.
პლანტაცია 32 ჰექტარზეა გაშენებული და 2024 წლის სეზონზე 120-130 ტონა მოსავალს ელოდება. მოცვი ექსპორტზე იგზავნება გერმანიაში. მოცვის პლანტაციაში მუდმივად 20, სეზონურად კი 300 ადამიანია დასაქმებული. შპს „აგროველი“ სახელმწიფო პროგრამების ბენეფიციარია. კომპანიამ, „დანერგე მომავალი“ პროგრამის ფარგლებში 500 000 ლარი, შეღავათიანი აგრო კრედიტის ფარგლებში 3.5 მილიონი ლარი და ტექნიკური დახმარების პროგრამის ფარგლებში 12 000 ლარი მიიღო.
დღესვე მინისტრი იმერეთის რეგიონში რამდენიმე მეურნეობას დაათვალიერებს. მინისტრი ვანშიც იმყოფებოდა, სადაც დაფნის გადამამუშავებელი საწარმო დაათვალიერა. ოთარ შამუგია ვანიდან ქუთაისში გაემგზავრა, სადაც გარემოს დაცვითი ზედამხედველობის ოფისი გახსნა. მინისტრი ეწვევა ტყიბულისა და საჩხერის მუნიციპალიტეტებსაც, სადაც სხვადასხვა სახელმწიფო პროგრამის ფარგლების მომუშავე საწარმოებს დაათვალიერებს.