16 წელი მე-6 საარტილერიო ბრიგადის დაარსებიდან

18:35, 01.11.2024

საქართველოს თავდაცვის ძალების მე-6 საარტილერიო ბრიგადის დაარსებიდან 16 წელი შესრულდა.

საზეიმო ცერემონიალი ხონში, მე-6 საარტილერიო ბრიგადის სამწყობრო მოედანზე გაიმართა. პირად შემადგენლობას იუბილე საქართველოს თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდალმა და მე-6 საარტილერიო ბრიგადის მეთაურმა მიულოცეს. სამხედრო მოსამსახურეებმა პატივი მიაგეს საქართველოს დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული გმირების ხსოვნას. საზეიმო ღონისძიებაზე უწყების წარმომადგენლებმა სამხედრო მოსამსახურეები უწყებრივი მედლებით, „გენერალი კვინიტაძე“, „სამშობლოსთვის თავდადებული“, „გიორგი ანწუხელიძე“, საშტატო იარაღებით, ფასიანი საჩუქრებითა და საპატიო სიგელებით დააჯილდოვეს.

მსგავსი