სოფლის მეურნეობის და გარემოს დაცვის მინისტრის ანგარიში

ფაროსანასთან ბრძოლა და ჰაერისა და ნიადაგის დაბინძურება დაასახელა გარემოს და სოფლის მეურნეობის მინისტრმა 2018 წლის მთავარ გამოწვევებად.

მთავრობის წევრმა მედიას პრობლემების გადასაჭრელად წლის განმავლობაში ჩატარებული ღონისძიებები გააცნო და მომავალი წლის პრიორიტეტებზე ესაუბრა.

განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა 2019 წლიდან ასამოქმედებელ ახალ სატყეო კოდექსზე, რომელიც ხე-ტყის უკანონო მოჭრის პრევენციისთვის მომზადდა.

ანგარიშის წარდგენის დროს მინისტრმა იმ ქვეყნების ჩამონათვალიც დაასახელა, სადაც ქართული პროდუქციის, მათ შორის, ღვინის ექსპორტი გაიზრდა.