რუსი ოკუპანტები პროვოკაციულ ქმედებებს განაგრძობენ.
სოფელ ხურვალეთში, საოკუპაციო ხაზთან ახალი ბარიერი გაჩნდა. ჩვენი ინფორმაციით, რუსი სამხედროები სოფელ ხურვალეთსა და ძუკაანთკარს შორის, საოკუპაციო ხაზთან იმყოფებიან, თუმცა პირველი არხის გამოჩენის შემდეგ, მათ სამუშაოები შეწყვიტეს.
ადგილობრივები ამბობენ, რომ სამი რუსი სამხედრო ადგილზე დილით მივიდა და რკინის მავთულები ქიტუაშვილების ბაღში გაავლო.