სოფელ ხაიშში ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილი ხუდონჰესის მშენებლობას აპროტესტებს
მესტიის რაიონის სოფელ ხაიშში ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილი ხუდონჰესის მშენებლობას აპროტესტებს. მათ მხარდასაჭერად ადგილზე ეკოლოგებიც ჩავიდნენ.
აქციის მონაწილეებს სამი ძირითადი მოთხოვნა აქვთ, – აიკრძალოს საქართველოში დიდი ჰესების მშენებლობა. მათ შორის ხუდონის, ნენსკრაჰესისა და მესტია-ჭალაჰესის მშენებლობები. ასევე, ადგილობრივები სვანეთის მკვიდრი მოსახლეობის სტატუსის მინიჭებას მოითხოვენ. ხაიშის მცხოვრებლებს კუთვნილი მიწების სასწარაფოდ დარეგისტრირებაც სურთ.
მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში ხაიშში, 3 ივნისს, სვანეთისა და სხვა რეგიონების საერთო სახალხო შეკრება იგეგმება. ადგილობრივები არც საპროტესტო აქციების გაგრძელებას გამორიცხავენ.