"ნენსკრაჰესის" პროექტის დაფინანსება

რამდენიმეწლიანი ლოდინის შემდეგ, საქართველოსთვის უმსხვილესმა საინვესტიციო პროექტმა საერთაშორისო მხარდაჭერა მიიღო.

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი ნენსკრაჰესისთვის თითქმის 230 მილიონ დოლარს გამოყოფს. 214 მილიონი აქედან სესხია, 15 მილიონით კი იბიარდი პროექტის კაპიტალში შედის.

უკვე გაზაფხულიდან სვანეთში აქტიურ სამშენებლო სამუშაოს გეგმავენ. იმის მიუხედავად, რომ გარემოზე ზემოქმედების ზიანის შესასწავლად შესაბამისი კვლევები ჩატარდა და მშენებლობის ნებართვაც გაიცა, ადგილზეც და თბილისშიც ჰესის მშენებლობას მოწინააღმდეგეები ჰყავს.

სანდრო ჯუფალაკიანი მასშტაბური პროექტის შესახებ.