პროტესტი ჰესების წინააღმდეგ – აქციის მონაწილეებს ეკონომიკის სამინისტრო პასუხობს

18:16, 05.03.2018

აქციის მონაწილეებს პასუხობენ ეკონომიკის სამინისტროში. მათი ცნობით, ჰესების მშენებლობა ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობისთვის აუცილებელია. რაც შეეხება მესტიასთან ჰესების მშენებლობას, ამას წინ უძღოდა გეოლოგიური კვლევები.

გარდა ამისა, პროექტი არ ითვალისწინებს წყალსაცავის მშენებლობას. შესაბამისად, მოსახლეობისთვის საფრთხე არ არსებობს. პარალელურად, სვანეთში მიმდინარეობს მზადება უფრო დიდი პროექტისთვის – ნენსკრაჰესის მშენებლობისთვის.

თემაზე სანდრო ჯუფალაკიანი მუშაობს.

მსგავსი