სოფელ გვიშტიბში დევნილი ოჯახებისთვის კორპუსები შენდება

სოფელ გვიშტიბში დევნილი ოჯახებისთვის ექვსი სახლის მშენებლობა მიმდინარეობს.

პროექტი საქართველოს მთავრობის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 28 მილიონ ლარზე მეტია.

მშენებლობის დასრულების შემდეგ 420 დევნილ ოჯახს გადაეცემა საცხოვრებელი სახლი.

ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის წყალტუბოს პროექტი ითვალისწინებს საცხოვრებელი კორპუსების მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობას. დამონტაჟდება გარე განათება, ბავშვებისთვის მოეწყობა სათამაშო მოედანი.

თითოეულ კორპუსს ექნება საკუთარი ავტოსადგომი, პანდუსები, გზებზე დაიგება ასფალტ-ბეტონის საფარი და გაიმართება სანიაღვრე სისტემები.