ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დვაბზუში, შალვა რადიანის სახელობის ეთნოგრაფიულ მუზეუმში კალანდობის ტრადიციული დღესასწაული გაიმართა. მას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, გურიის გუბერნატორი, პარლამენტარები და რიგითი მოქალაქეები დაესწრნენ.
კალანდა გურულებმა ჩვეული ხასანბეგურათი, ფიშტოს გასროლით და ტრადიციული კერძებით აღნიშნეს.
ადგილობრივებმა ყველა წეს-ჩვეულება გაიხსენეს, რაც ამ კუთხეს და კალანდობას დღემდე შემორჩა. ღონისძიება ფოლკლორულმა და ქორეოგრაფიულმა ანსამბლებმა გააფორმეს.