თხინვალისა და ვარაზის ქუჩებიდან სოფელ აგარაკებამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია მიმდინარე წლის მარტში დასრულდება.
გზის საფარი 2.5 კმ -ზე დაიგება, ასევე აშენდება ბეტონის დამცავი კედელი, მოეწყობა წყლის აცილების სისტემა.
სამუშაოებს კონტრაქტორი კომპანია აწარმოებს.
პროექტზე დედაქალაქის ბიუჯეტიდან 1 250 000 ლარამდე დაიხარჯება.
სამუშაოები თბილისის მერმა დაათვალიერა.