სოფელ აგარაკებამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია

15:30, 07.02.2019

თხინვალისა და ვარაზის ქუჩებიდან სოფელ აგარაკებამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია მიმდინარე წლის მარტში დასრულდება.

გზის საფარი 2.5 კმ -ზე დაიგება, ასევე აშენდება ბეტონის დამცავი კედელი, მოეწყობა წყლის აცილების სისტემა.

სამუშაოებს კონტრაქტორი კომპანია აწარმოებს.

პროექტზე დედაქალაქის ბიუჯეტიდან 1 250 000 ლარამდე დაიხარჯება.

სამუშაოები თბილისის მერმა დაათვალიერა.

მსგავსი