სოციალური სამართლიანობის ცენტრის კვლევის პრეზენტაცია

სოციალური სამართლიანობის ცენტრმა სასკოლო უსაფრთხოებისა და დანაშაულის პრევენციის პოლიტიკის კვლევა წარადგინა. კვლევის მთავარი რეკომენდაცია სასკოლო უსაფრთხოებაში მასწავლებლისა და მშობლის აქტიური ჩართულობაა. ასევე კვლევის თანახმად, ვიდეომონიტორინგი, მეტალოდეტექტორები, მანდატური და სასკოლო დარღვევების ელექტრონული საინფორმაციო ბაზა, ქმნის ისეთ ატმოსფეროს, რომელიც არ შეესაბამება „უსაფრთხო სკოლის“ თანამედროვე მიდგომებს. სასკოლო უსაფრთხოების მეთოდოლოგია მოიცავდა ჩაღრმავებულ ინტერვიუებს საკანონმდებლო ჩარჩოსა და მის პრაქტიკაში აღსრულების ანალიზს და ევროკავშირის მხარდაჭერით ჩატარდა.