„სოციალური სამართლიანობის ცენტრის” მოთხოვნა

„სოციალური სამართლიანობის ცენტრმა“ ორხევის სოციალური საცხოვრისის შესახებ პრესკონფერენცია გამართა. არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლების განცხადებით, მათთვის ცნობილი გახდა ინფორმაცია შენობის საინჟინრო-საპროექტო კვლევის შესახებ, რომლის მიხედვითაც, საცხოვრისის ფუნქციონირება სპეციალური გამაგრებითი სამუშაოების განხორციელების გარეშე დაუშვებელია. „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ სპიკერები მოუწოდებენ მერიას, უმოკლეს ვადებში უზრუნველყოს მაცხოვრებელთა გადაყვანა ღირსეულ საცხოვრებელში. მერიაში კი აცხადებენ, რომ პრობლემის მოსაგვარებლად პროცესი უკვე დაწყებულია და გადაწყვეტილების შესახებ ახლო მომავალში გახდება ცნობილი.