რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო საქართველოს უსინათლოთა კავშირსა და თბილისის უსინათლოთა და მხედველობა დაქვეითებულთა 202-ე საჯარო სკოლის წარმომადგენლებს შეხვდა.
სოციალური პროექტის ფარგლებში ბრაილის შრიფტით დაბეჭდილი ძველი აღთქმის მეოთხე კანონიკური წიგნი და კალენდარი დისკუსიის მონაწილეებს საჩუქრად გადაეცა. ისაუბრეს სააგენტოს ახალი პროექტის შესახებაც, რომლის მიზანია ტაძრებში ხატების ქვეშ განთავსებული ლოცვებისა და კონდაკების წაკითხვაში შშმ პირების დახმარება.
შეხვედრას ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარეც ესწრებოდა.