იმისთვის, რომ ქვეყანაში ეპიდაფეთქება არ მოხდეს, სოციალური დისტანცირების დაცვა კრიტიკულად მნიშვნელოვანია. ყოველდღიურად სულ უფრო მკაცრდება მოწოდებები იზოლაციის წესების დაცვის შესახებ. მეტიც: ეპიდემიოლოგები სახლის პირობებში იზოლაციაში მყოფ პირებს მოუწოდებენ, მაქსიმალურად იყვნენ იზოლირებულები ოჯახის დანარჩენი წევრებისგან. ახალი შემთხვევების მატებისა და რისკების სულ უფრო მატების მიუხედავად, შედარებით ნაკლებად, თუმცა მაინც ხდება იზოლაციის წესების დარღვევა. კოვიდ 19-ის გადაცემის ჯაჭვის სწრაფად გასაწყვეტად, მთავარი რეკომენდაცია ახლა სახლებში დარჩენაა.
ნოდარ ჩაჩუა კიდევ ერთხელ შეგვახსენებს, რა საფრთხეებს და რისკებს აგვაცილებს ამ რეკომენდაციის მკაცრად დაცვა.