შეხვედრა ჯანდაცვის სამინისტროში. მინისტრის მოადგილე სოციალური მომსახურების სააგენტოს გაფიცულ თანამშრომლებს ხვდება. მოლაპარაკების თემა სოციალური აგენტების მოთხოვნებია. 400-მდე აგენტი 17 იანვრიდან გაფიცულია. ისინი ხელფასების 100%-იან ზრდას, ჯანმრთელობის დაზღვევასა და სამსახურებრივი მოვალეობის შესასრულებლად ტრანსპორტის უზრუნველყოფას მოითხოვენ.