სოციალურ მუშაკთა მიმართვა პარლამენტს

სოციალურ მუშაკთა გაერთიანების წარმომადგენლები პარლამენტს მიმართავენ. ისინი მოითხოვენ, სასწარაფოდ მოიკვლიონ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ განხორციელებული ქმედებები. კერძოდ, საუბარია, მიმდინარე წლის 29 იანვარს, 33 სოც.მუშაკის გათავისუფლებაზე.

მათ კონკრეტული მიზეზები და კრიტერიუმები აინტერესებთ, რის მიხედვითაც ისინი გაათავისუფლეს.