ვითარება ნინოწმინდის პანსიონში

ამ დრომდე ნინოწმინდის პანსიონში რჩებიან სოციალური მუშაკები. დაწესებულებაში დილიდან მივიდა საპატრიარქოს მიერ შექმნილი კომისიის წევრიც. პანსიონი დღეს რამდენიმე ბავშვმა დატოვა, ისინი ოჯახის წევრებმა გაიყვანეს მხოლოდ იმ მიზეზით, რომ საზაფხულო არდადეგები იწყება, რა დროსაც არასრულწლოვანები, როგორც წესი, პანსიონს დროებით ტოვებენ, – ასეთია ოჯახების ნაწილის ინფორმაცია.  პარალელურად, რამდენიმე წუთის წინ შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით  განცხადებას ავრცელებს ჯანდაცვის სამინისტრო.

რა სიტუაციაა ამ წუთისათვის ადგილზე, – გიორგი კობერიძე ბოლო ცნობებით.

მოამბე