სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებულის, მალხაზ კობაურის ადვოკატი, ალექსანდრე კობაიძე ამერიკაში გამგზავრებას და სმიტების ოჯახის წევრებთან შეხვედრას გეგმავს.
ადვოკატის ინფორმაციით, აღნიშნულ საკითხზე საკონსულოდან თანხმობა უკვე აქვთ. კობაიძის განცხადებით, მას კომუნიკაცია ჰქონდა რაიან სმიტის ძმასთან, ჩარლზ სმიტთან და მათგანაც არის დაინტერესება, რომ მოხდეს კომუნიკაცია. კობაიძის თქმით, მას აინტერესებს, რას საქმიანობდა სმიტების ოჯახი ამერიკაში და ხომ არ უკავშირდება ხადაში მომხდარი მკვლელობა სმიტების ოჯახის პირად კონფლიქტს.
ადვოკატმა საქმის მიმდინარეობის შესახებაც ისაუბრა. მისი ინფორმაციით, ნაფიცი მსაჯულების შერჩევა მალხაზ კობაურის საქმეზე თითქმის დასრულებულია. კობაიძის თქმით, 14 წევრიდან 12 წევრი უკვე შერჩეულია. კობაურის ადვოკატს იმედი აქვს, რომ ნაფიცი მსაჯულები გამამართლებელ გამაჩენს გამოიტანენ.