სმიტების ოჯახის მკვლელობის საქმეზე სასამართლო დღეს იმსჯელებს

სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებულისთვის აღკვეთი ღონისძიების გადასინჯვაზე იმსჯელებს სასამართლო. სხდომა პირველ საათზეა ჩანიშნული.

საქმეზე წინასასამართლო სხდომის თარიღმა გადაიწია, სწორედ ამიტომ, დღევანდელ პროცესზე კანონით გათვალისწინებულ ვადაში აღკვეთი ღონისძიება უნდა გადასინჯონ.

მალხაზ კობაურის ადვოკატი აღკვეთი ღონისძიების შეცვლას მოითხოვს. მას ბრალად ედება განზრახ მკვლელობა, განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 16-დან 20 წლამდე ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

დატოვე კომენტარი