სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატის განცხადება

სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი საქმეში ახალ გარემოებაზე საუბრობს და მალხაზ კობაურის უდანაშაულობაზე მიუთითებს.

ვასილ მამულაშვილის განცხადებით, რამდენიმე დღის წინ დაცვის მხარეს პროკურატურამ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის უახლესი დასკვნა გამოუგზავნა, სადაც წერია, რომ რაიან სმიტის ცხედარზე სამი ჭრილობა ცეცხლსასროლი იარაღიდან, ახლო მანძილიდან არის მიყენებული. ადვოკატის მტკიცებით, ცხედარს სიცოცხლეში ჰქონდა გასროლამდე მიყენებული რამდენიმე დაზიანება, რაც სავარაუდოდ, ფიზიკური დაპირისპირების შედეგი იყო.

„მოამბე“ მთავარ პროკურატურასაც დაუკავშირდა, საგამოძიებო უწყებაში საპასუხო განცხადება სავარაუდოდ, მოგვიანებით გავრცელდება.