მალხაზ კობაურის ადვოკატების მოთხოვნა

ხადას ხეობაში სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებული 19 წლის მალხაზ კობაურის ადვოკატები დღეს სასამართლოს ხადას ხეობაში ექსპერიმენტის ჩატარების ნებართვის მიღების მოთხოვნით მიმართავენ.

როგორც კობაურის ადვოკატმა, ალექსანდრე კობაიძემ აღნიშნა, მათ სურთ გადაამოწმონ თუ რამდენად რეალურ გარემოებებზე მიუთითებდა მისი დაცვის ქვეშ მყოფი.

ამასთანავე, ადვოკატები შეშფოთებას გამოთქვამენ იმის გამო, რომ კობაური საკანში ექვს უვადო პატიმართან ერთად იმყოფება და მასზე ფსიქოლოგიური ზეწოლა ხორციელდება.