სკულპტურის ესკიზები

თბილისის მერიამ 13 ივნისის ტრაგიკულ მოვლენასთან დაკავშირებით, „მზიურში“ ჰიპოპოტამ „ბეგის“ ქანდაკების ესკიზები წარადგინა.

კონკურსი 3 აპრილს გამოცხადდა. მასში მონაწილეობის მიღება ნებისმიერ მსურველს შეეძლო. მერიაში სულ 14 პროექტი შევიდა. გამარჯვებულს თბილისის მერიის მიერ სპეციალურად შერჩეული კომისია გამოავლენს, ხოლო ქანდაკება გმირთა მოედანზე, ზოოპარკის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსდება.