ფოთში, საკრებულოს სხდომაზე ხმაური იყო.
მერის ანგარიშის წარდგენას ურთიერთბრალდებები მოჰყვა. საკრებულოს თავმჯდომარესა და ოპოზიციონერ ვახტანგ დარცმელიძეს შორის სიტყვიერი დაპირისპირება სხდომის მიმდინარეობის შეჩერების მიზეზი რამდენჯერმე გახდა.
მერის ანგარიშის მოსმენა კითხვა-პასუხის და დებატების რეჟიმში მიმდინარეობდა. ოპოზიცია მმართველ გუნდს არაპროფესიონალიზმსა და გულგრილობაში ადანაშაულებს. ხელისუფლება კი ამ ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებს.