სიტყვიერი დაპირისპირება ფოთში, საკრებულოს სხდომაზე

15:14, 25.04.2019

ფოთში, საკრებულოს სხდომაზე ხმაური იყო.

მერის ანგარიშის წარდგენას ურთიერთბრალდებები მოჰყვა. საკრებულოს თავმჯდომარესა და ოპოზიციონერ ვახტანგ დარცმელიძეს შორის სიტყვიერი დაპირისპირება სხდომის მიმდინარეობის შეჩერების მიზეზი რამდენჯერმე გახდა.

მერის ანგარიშის მოსმენა კითხვა-პასუხის და დებატების რეჟიმში მიმდინარეობდა. ოპოზიცია მმართველ გუნდს არაპროფესიონალიზმსა და გულგრილობაში ადანაშაულებს. ხელისუფლება კი ამ ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებს.

მსგავსი