სინოპტიკოსების პროგნოზი

სინოპტიკოსები უახლოეს დღეებში ცივ და არამდგრად ამინდს პროგნოზირებენ. დღეს და ხვალ საქართველოში მოსალოდნელია ნალექი მთაში და მაღალ მთაში კი თოვლი. ზღვაზე ნავარაუდევია 3-4-ბალიანი შტორმი. დიდთოვლობის, ხილვადობის გაუარესების, ქარბუქის, ლიპყინულისა და ზვავსაშიშროების გამო, საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა.

რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში დღის საათებში ნისლია მოსალოდნელი, დღის ბოლოს კი შესაძლებელია ნალექის გაძლიერება, გარეუბნებში შესაძლოა თოვლის სახით.