სინოპტიკოსების პროგნოზი 

სინოპტიკოსები საქართველოს მასშტაბით მომდევნო დღეების განმავლობაში ნალექების ინტენსივობის შესუსტებასა და  ტემპერატურის კლებას პროგნოზირებენ. მათი ინფორმაციით, როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში, საღამოს საათებში ყინვა გაძლიერდება. რაც შეეხება თბილისს, სინოპტიკოსები დედაქალაქში, 30 იანვრის ჩათვლით, უნალექო ამინდებს პროგნოზირებენ.