დიდთოვლობა საქართველოში და ვითარება გზებზე

უამინდობა მთელი ქვეყნის მასშტაბით.

აღმოსავლეთ საქართველოში ყინვა, დასავლეთით კი ძლიერი ქარია. უამინდობამ პრობლემები შექმნა სამეგრელოში, გურიასა და იმერეთში. დაზიანებულია ელექტროგადამცემი ხაზები, რის გამოც რამდენიმე რაიონს ელექტრომომარაგება შეუწყდა. განადგურდა ინფრასტრუქტურის ნაწილიც, შავი ზღვის სანაპიროზე მოსალოდნელია შტორმი. ერთი ადამიანი დაშავდა ფოთში. ძლიერი ქარის გამო მოსახლეობას გარეთ გადაადგილებისგან თავის შეკავებას ურჩევენ. რთულმა მეტეოროლოგიურმა პირობებმა პრობლემები შექმნა გზებზეც. საგზაო მონაკვეთების ნაწილზე შეზღუდვები მოქმედებს.