ჭყონდიდის ეპარქია მეუფე გრიგოლმა დღეს ოფიციალურად ჩაიბარა.
ეპარქიის ახალი და ყოფილი ხელმძღვანელების შეხვედრა მარტვილისა და ჭყონდიდის რეზიდენციაში გაიმართა. ჭყონდიდის ყოფილმა მიტროპოლიტმა, მეუფე პეტრემ ეპარქია ახალ ხელმძღვანელს გადააბარა, თუმცა შიომღვიმეში წასვლას არ აპირებს, სადაც ის პატრიარქმა განამწესა და ინჩხურის მონასტერში განწესებას ითხოვს.
ძალაუფლებისთვის ბრძოლა, შეტევა ეკლესიასა და სახელმწიფოზე, სიტუაციის ესკალაციის მცდელობა, – ეს არის პოლიტიკურ სპექტრში გაკეთებული შეფასებები. ხელისუფლებასა და ოპოზიციაში ურთიერთბრალდებები ისმის. მთავრობაში კონკრეტულ პოლიტიკურ ძალას არ ასახელებენ, თუმცა ამბობენ, რომ ეს არის მიზანმიმართული შეტევა იმ ჯგუფების მხრიდან, რომელთაც არ სურთ ქვეყნის მშვიდობიანი განვითარება.
დეტალები ჩვენს სიუჟეტში.