სინოდის სხდომის მოლოდინში

მარტვილისა და ჭყონდიდის ეპარქიის ეპისკოპოსმა გრიგოლ კაციამ, დღეს სულთმოფენობის საღვთო ლიტურგია აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ მარანის ეკლესიაში ჩაატარა. წირვის შემდეგ კი იქადაგა. ჟურნალისტებთან საუბრისას, მეუფე გრიგოლ კაციამ განაცხადა, რომ ამავე ეპარქიის ყოფილი მიტროპოლიტისთვის, მეუფე პეტრე ცაავასთვის წოდების ჩამორთმევას სინოდის მომდევნო სხდომაზე მხარს დაუჭერს. ის ამბობს, რომ არ იცის, რა საკითხები განიხილება სინოდის სხდომაზე, თუ პატრიარქი დასვამს შეკითხვას, საკითხის განხილავენ.