ქართული ბაზრიდან სიმსივნის მაპროვოცირებელი წამლების ამოღების პროცესი დაიწყო. საუბარია 11 დასახელების პრეპარატებზე, რომლებსაც გულ-სისხლძარღვთა დაავადებების შემთხვევაში ნიშნავენ. ერთ-ერთი ჩინური კომპანიის მიერ წარმოებული კომპონენტი –ვალსარტანი, რომელსაც მითითებულ მედიკამენტებში იყენებენ, კარცენოგენებს შეიცავს. ამ დასკვნამდე მსოფლიო და ევროპის მარეგულირებელი ორგანოები სპეციალური შემოწმების შემდეგ მივიდნენ. როგორც ირკვევა, კითხვები შესაბამის უწყებებს ჯერ კიდევ 2012 წელს გაუჩნდათ. თუმცა ფარმაცევტულ ბაზრებზე პრეპარატების რეალიზაციის შეჩერება მხოლოდ რამდენიმეწლიანი კვლევის შემდეგ გადაწყდა. რამდენად მოთხოვნადი იყო საშიში წამლები ქართველ მომხმარებლებს შორის.