ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრმა სიმფონიური მუსიკის კონცერტი გამართა. მონაწილეობა თეატრის ორკესტრმა, სოპრანო ნათია მელქაძემ და კლარნეტისტმა გიორგი ოიკაშვილმა მიიღეს. შესრულდა მოცარტის ნაწარმოებები. კონცერტს მაესტრო რევაზ ჯავახიშვილი დირიჟორობდა. ოპერის თეატრის სარეკონსტრუქციო სამუშაოების გამო, საღამო ლადო მესხიშვილის სახელობის დრამატულ თეატრში გაიმართა.