კლასიკური მუსიკის კონცერტი

ჯანსუღ კახიძის სახელობის მუსიკალურ-კულტურული ცენტრი სიმფონიური მუსიკის კონცერტისთვის ემზადება.

8 დეკემბერს ცენტრის სცენა გერმანული მუსიკის საღამოს დაეთმობა.

პროგრამაშია სამი გერმანელი კომპოზიტორის ნაწარმოებების შესრულება.

მსმენელი პირველ განყოფილებაში ლუდვიგ ვან ბეთჰოვენის, მეორე განყოფილებაში კი, ანტონ ბრუკნერისა და იოჰანეს ბრამსის ნაწარმოებებს მოისმენს.

კონცერტს მირიან ხუხუნაიშვილი უდირიჟორებს.