29 მაისს, ჯანსუღ კახიძის მუსიკალური ცენტრი სიმფონიური მუსიკის კონცერტზე გვიწვევს 

09:33, 28.05.2021

ხვალ, 29 მაისს, ჯანსუღ კახიძის სახელობის მუსიკალურ-კულტურული ცენტრი უმასპინძლებს ბეთჰოვენის შემოქმედებისადმი მიძღვნილ კონცერტს. თბილისის სიმფონიური ორკესტრი, ვახტანგ კახიძის დირიჟორობით შეასრულებს მის პირველ სიმფონიასა და მესამე საფორტეპიანო კონცერტს. სოლისტი – პიანისტი დავით ალადაშვილი.

ახალი დღე

 

მსგავსი