დიდი მაესტროს დაკრძალვა

ლეგენდარული ქართველი კომპოზიტორი გია ყანჩელი, მისი სურვილის შესაბამისად, დიდუბის პანთეონში დაკრძალეს. რუსთაველის თეატრიდან, სადაც დიდი მაესტროს სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობდა, ის აპლოდისმენტების ფონზე გამოასვენეს.

სამოქალაქო პანაშვიდზე იმყოფებოდნენ ხელისუფლების წარმომადგენლები, ხელოვანები, საზოგადოებისთვის ცნობილი პიროვნებები, მოქალაქეები. ჟღერდა გია ყანჩელის მუსიკა, ის მელოდიები, რომლითაც ქართველმა კომპოზიტორმა მსოფლიოს მასშტაბით გაითქვა სახელი.

გია ყანჩელი 84 წლის ასაკში, 2 ოქტომბერს გარდაიცვალა. მისი ერთ-ერთი ბოლო ინტერვიუ საქართველოს პირველი არხის პროექტში შედგა.