სიმფონიური მუსიკის კონცერტი კახიძის ცენტრში

მოცარტის კონცერტი კლარნეტისთვის – მუსიკალურ-კულტურულ ცენტრში კიდევ ერთი კლასიკური საღამოსთვის ემზადებიან. სცენაზე თბილისის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად კლარნეტისტი დიმიტრი ბოქოლიშვილი წარდგება. ეს ამ ფორმით მათი პირველი კოლაბორაცია იქნება.

კონცერტზე შესრულდება ჰაიდნის 101-ე სიმფონიაც. მსმენელთან შეხვედრამდე რეპეტიციები ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

სიმფონიური მუსიკის კონცერტი ჯანსუღ კახიძის მუსიკალურ კულტურის ცენტრში 18 თებერვალს გაიმართება.