25 იანვარს ჯანსუღ კახიძის სახელობის მუსიკალურ ცენტრში იოჰანეს ბრამსის შემოქმედება კიდევ ერთხელ გაცოცხლდება.
ცნობილი პიანისტი თამარ ლიჩელი თბილისის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად საფორტეფიანო კონცერტისთვის ემზადება. სიმფონიური მუსიკის საღამო პიანისტისთვის განსაკუთრებით საპასუხისმგებლოა, რადგან წლების წინ მას ლეგენდარული გერმანელი კომპოზიტორის ნაწარმოები თავად ჯანსუღ კახიძესთან ერთად აქვს შესრულებული.