„შემოდგომის თბილისი“

ორ დღეში, ჯანსუღ კახიძის სახელობის მუსიკალურ-კულტურული ცენტრი, 31-ე საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალს უმასპინძლებს.

„შემოდგომის თბილისი“ 17 სექტემბერს სიმფონიური მუსიკის კონცერტით გაიხსნება. წელს ფესტივალი, თბილისის სიმფონიური ორკესტრის 30 წლის იუბილეს ეძღვნება. პირველ კონცერტზე, ორკესტრთან ერთად, მსმენელის წინაშე მოწვეული მევიოლინე, ვადიმ რეპინი წარდგება.